ნიგერიაში ლასას ცხელებით დაღუპულთა რიცხვი 163-მდე გაიზარდა

ნიგერიაში ლასას ცხელებით, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის, დაღუპულთა რიცხვი 163-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ნიგერიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დაავადების სამკურნალოდ 3 პრეპარატი დადგინდა.
ლასას ცხელების ეპიდემიის დროს, რომელიც ყოველწლიურად მატულობს ნოემბერსა და მაისში გვალვის პერიოდში, 2023 წელს 1227 შემთხვევა დაფიქსირდა და 219 ადამიანი გარდაიცვალა.
ლასა ცხელება გვხვდება აფრიკის ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა მალი, ტოგო, განა, ლიბერია და სიერა ლეონე და იგი პირველად გამოვლინდა ნიგერიაში 1969 წელს, ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბორნოს შტატში.
ნიგერიის მთავრობამ ლასას ცხელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 2019 წლის 23 იანვარს.
დაავადება, რომელიც გადადის თაგვის ფეკალიებთან კონტაქტით, შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს ფატალურ ჰემორაგიულ ცხელებას.
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ თაგვებთან და სხვა მღრღნელებთან შეხებას.
ნანახია: 726
მსგავსი სიახლეები

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი
clickss