ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის დახმარებას აჩერებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ საქართველოში მიღებული საკამათო „უცხოური გავლენის კანონის“ გამო ამ ქვეყნისთვის გასაწევი 95 მილიონი დოლარის დახმარება შეაჩერა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა X-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ შეაჩერეს საქართველოს დახმარება.
ბლინკენმა თავის განცხადებაში თქვა: „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგად, ჩვენ ვაჩერებთ 95 მილიონი დოლარის მხარდაჭერას, რომლითაც მთავრობა ისარგებლებდა“ . მისივე თქმით, ისინი გააგრძელებენ ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერას.
საკამათო კანონი, რომელმაც საპროტესტო აქციები გამოიწვია
აპრილში საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, აქციები დაიწყო.
საკანონმდებლო რეგულაცია ითვალისწინებს, რომ საქართველოში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ თავიანთი სახსრების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებენ.
კანონს, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აპრილში წარადგინა და 14 მაისს პარლამენტში კენჭისყრაზე იქნა მიღებული, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო.
სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლეულ იქნა 28 მაისს პარლამენტის კენჭისყრაზე 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ.
ნანახია: 354
მსგავსი სიახლეები
clickss