Tesla 2 მილიონამდე ელექტრომობილს უკან გაიწვევს!

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla პროგრამული პრობლემის გამო 1,8 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს, შეერთებულ შტატებში. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოიცავს Model 3, Model S, Model X და Model Y მანქანებს, რომლებიც წარმოებულ იქნა 2021-2024 წლებში და Model Y მანქანებს, რომლებიც წარმოებულ იქნა 2020-2024 წლებს შორის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 1,8 მილიონზე მეტი ავტომობილი იქნება გაწვეული.
მათივე ინფორმაციით, არსებული პრობლემა მძღოლის მხედველობას აფერხებს და ავარიის რისკს ზრდის.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Tesla-მ გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.
ნანახია: 738
მსგავსი სიახლეები

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი
clickss