2024-12-23

15:08

გუტერეშმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება მაღალი ტემპერატურის გამო

მსოფლიო
29-07-2024 11:51

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება უკიდურესი სიცხის გამო და ახალი გლობალური ქმედებების დაწყების მოწოდება გააკეთა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ანტონიო გუტერეშმა გაეროს შენობაში ჟურნალისტებთან კლიმატის ცვლილების შესახებ განცხადება გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ტემპერატურა მთელ მსოფლიოში გასულ კვირას უპრეცედენტო დონეზე გაიზარდა და 21 ივლისი დაფიქსირდა, როგორც დღემდე რეგისტრირებული ყველაზე ცხელი დღე.

„თუკი არის ერთი რამ, რაც აერთიანებს ჩვენს დაყოფილ სამყაროს, ეს არის ტემპერატურის მატება, რომლის გავლენას ჩვენ ყველა ვგრძნობთ“. - თქვა მან.

გუტერეშმა თქვა, რომ ტემპერატურა ყველასთვის გაიზარდა მთელ მსოფლიოში და ამან დაზარალდა მილიარდობით ადამიანი.

მისივე თქმით, სიცხის ტალღას ფატალური შედეგები მოჰყვა საჰარის უდაბნოს სამხრეთით, აშშ-ში, საუდის არაბეთსა და აზიასა და აფრიკაში და ზოგან სკოლები დაიხურა.

„უკიდურესი სიცხე ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს“. - თქვა გუტერეშმა და დაამატა, რომ ეს 30-ჯერ მეტია ვიდრე ტროპიკული ციკლონებით გამოწვეული მსხვერპლი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსტრემალური სიცხის ძირითადი მიზეზები არის წიაღისეული საწვავის გამოყენება და კლიმატის ცვლილება და „ექსტრემალური სიცხე უკვე ჩვენი ახალი არანორმალიზმია“.

გუტერეშმა მიუთითებს იმაზე, რომ პირველ რიგში უნდა იყოს დაცული საზოგადოების ყველაზე დაუცველი სეგმენტი და რომ სიცხე ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს, ის უფრო დიდ გავლენას ახდენს ღარიბებზე, ორსულებზე, ქალებზე, ინვალიდებზე, მოხუცებზე და ბავშვებზე.

მისივე თქმით, მუშების დაცვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და გლობალური სამუშაო ძალის 70 პროცენტი მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება ექსტრემალური ტემპერატურის გამო.

გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკისა და საზოგადოებების მდგრადობის გაზრდის აუცილებლობას.

მან ხაზი გაუსვა კლიმატის კრიზისის გამომწვევი პრობლემების საფუძველში აღმოფხვრას და დაამატა: "ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას, რათა ვებრძოლოთ სიმპტომებს. ეს დაავადება წვავს ჩვენს სახლს და აქცევს მას ფერფლად. დაავადების სახელია დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე. დაავადება არის ზომების არ მიღება კლიმატის საკითხზე“.

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:52
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში

2024-12-17 14:31
მსოფლიო

მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული

რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი

2024-12-13 15:34
მსოფლიო

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ

2024-12-12 11:07
მსოფლიო

რამდენად საშიშია ხელოვნური ინტელექტი ბავშვებისთვის?

ოჯახის მიერ გადაღებულ ეკრანზე აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტმა ბავშვს სევდასთან გამკლავებისთვის საკუთარი

2024-12-11 13:23
მსოფლიო

დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან

რეგულაციის თანახმად, თუ ფრენები ტექნიკური და ოპერატიული მიზეზების გამო შეფერხდა და მგზავრები დაგეგმილ საბოლოო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები