კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი მიტინგი გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა, თავის პირველ საარჩევნო კამპანიაში 5 ნოემბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვების პირობა დადო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იტყობინება.
კამალა ჰარისმა უისკონსინში გამართულ მიტინგზე დემოკრატებს ბევრ თემაზე იმედი მისცა.
მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს ნდობისთვის და კანდიდატად წარდგენისთვის და განაცხადა, რომ არ გაუცრუებს ამ ნდობას და მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის დამარცხებით.
მისივე თქმით, უისკონსინი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კრიტიკული შტატია და თვლის, რომ ისინი დაამარცხებენ ტრამპს ჯერ უისკონსინში, შემდეგ კი სხვა შტატებში.
"ჩვენი ბრძოლა არის მომავლისთვის, ჩვენი ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. დონალდ ტრამპს სურს ჩვენი ქვეყნის უკან სვლა". - თქვა კამალა ჰარისმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ დემოკრატიული პრინციპების დაცვას ბევრ თემაზე, ეკონომიკიდან სოციალურ სფეროებამდე.
მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მიაღწია საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად საჭირო დელეგატების რაოდენობას და მადლობა გადაუხადა პარტიის ბაზას და ამომრჩევლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კვირას X-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტოვებს საპრეზიდენტო არჩევნებს და მის ნაცვლად რეკომენდაციას უწევს ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად დასახელდება პარტიის ყრილობაზე, რომელიც ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება.
ნანახია: 769
მსგავსი სიახლეები

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი
clickss