თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქმენეთში ღრმა შეშფოთებით შეიტყვეს ინფორმაცია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის შესახებ.
მსოფლიო
15-07-2024 09:48
თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქმენეთში ღრმა შეშფოთებით შეიტყვეს ინფორმაცია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის შესახებ.
თურქმენული მხარე მკაცრად გმობს ძალადობის ამ აქტსდა დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
თურქმენეთი აქტიური მონაწილეა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევებში, მისი გამოვლინების ყველა ფორმით, ისევე როგორც გმობს პოლიტიკური ძალადობის აქტებს, რომლებიც იწვევს დაძაბულობას საზოგადოებაში.
თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური
ნანახია: 435
მსგავსი სიახლეები
clickss