აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს განათავსებს!

ამერიკის შეერთებული შტატები 2026 წლიდან გერმანიაში განათავსებს შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს Tomahawk-ს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აშშ-სა და გერმანიის მიერ ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინ გაკეთებული ერთობლივი განცხადების თანახმად, 2026 წლიდან გერმანიაში განლაგდება ფრთოსანი რაკეტები Tomahawk-ი და სხვა შორი მანძილის იარაღი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში შორი მანძილის იარაღის განლაგება აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას ნატოსადმი და მის წვლილს ევროპის შემაკავებელი ძალის გაზრდაში და ეს იქნება SM-6, Tomahawk-ის რაკეტები და ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც ამჟამად შემუშავების პროცესშია.
აღინიშნა, რომ ყველა მათგანს ექნება ბევრად უფრო ფართო რადიუსი, ვიდრე ევროპაში ხმელეთზე განლაგებულ სისტემებს.
უკანასკნელად აშშ-მა გერმანიაში ასეთი შორის რადიუსის იარაღი 1990-იან წლებში განათავსა.
ნანახია: 970
მსგავსი სიახლეები

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
clickss