2025-09-11

14:19

თურქული Türksat 6A, წარმატებით იქნა გაშვებული კოსმოსში

მსოფლიო
09-07-2024 16:40

თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი, Türksat 6A, ფლორიდაში მდებარე, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან  წარმატებით იქნა გაშვებული. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

თურქი ინჟინრების მიერ შემუშავებული Türksat 6A კოსმოსში გაიგზავნა, Space X-ის Falcon 9 რაკეტით თურქეთის დროით 02:30.

Türksat 6A, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოეყო რაკეტას, პირველი სიგნალი მიღებულ იქნა 67-ე წუთზე.

Türksat 6A, რომელმაც დაიწყო კოსმოსური მოგზაურობა მისი ორბიტისკენ აღმოსავლეთის გრძედის 42 გრადუსზე, ამოქმედდება ორბიტალური ტესტების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება მინიმუმ 1 თვე.

ცნობისათვის, თანამგზავრის ამოქმედებით, თურქეთი შეძლებს მსოფლიოს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტს მიწვდეს საკუთარი საკომუნიკაციო თანამგზავრებით.

თავის მხრივ, Türksat 6A-ს, კოსმოსში წარმატებით გაშვებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი Türksat 6A-ით თანამგზავრების წარმოების ახალ ფაზაზე გადავიდა.

„Türksat 6A-ით ჩვენ შევედით თანამგზავრული წარმოების ახალ ფაზაში. ჩვენი ადგილობრივი და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი, Türksat 6A, უზრუნველყოფს არსებული თანამგზავრების სარეზერვო ასლს და შემდგომ გაზრდის სიმძლავრეს“, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები