დიმიტრი პესკოვი: „რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის“
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
დიმიტრი პესკოვმა, მოსკოვში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მზად უკრაინასთან შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებისთვის? პესკოვმა უპასუხა: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა ყველა სახის კომუნიკაციისა და დიალოგისთვის დასახული მიზნების მისაღწევად. პუტინმა ეს, არაერთხელ განაცხადა“.
ბელარუსიის საზღვარზე უკრაინელი ჯარისკაცების კონცენტრაციის შესახებ შეკითხვას პესკოვმა თქვა: „რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა შეშფოთების მიზეზია არა მხოლოდ მინსკისთვის, არამედ მოსკოვისთვისაც“.
ნანახია: 353
მსგავსი სიახლეები
clickss