2024-12-23

23:37

ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა შორის საქართველოდან წარდგენილი პროექტებიც მოხვდა

მსოფლიო
01-07-2024 17:17

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულმა საპილოტე პროექტმა, ევროპული მემკვიდრეობის ჰაბმა მცირე გრანტების სქემაში ევროკავშირის 11 მეზობელი ქვეყნიდან წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის პროექტთა შორის 14 გამარჯვებული გამოაცხადა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მართულ ამ ინიციატივებს დაახლოებით 250,000 ევრო გამოეყოფათ. თანხა მცირე, საშუალო და მსხვილმასშტაბიან გრანტებად გადანაწილდება. 

მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადებული მცირე გრანტების სქემა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართულ კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს უჭერს მხარს. მისი მიზანია, გააძლიეროს მათი შესაძლებლობები ევროპის მწვანე, ციფრული და სოციალური ტრანსფორმაციის შესაბამისად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას, დაზავებასა და კულტურათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგს. 2024 წლის იანვრიდან მარტამდე გამოცხადებულ კონკურსში 600 განაცხადი შევიდა. 

შერჩეული პროექტები გამოკვეთს ევროპული საზიარო კულტურული მემკვიდრეობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს ინიციატივები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები, ინვენტარიზაცია, მონუმენტებისა და ძეგლების რუკების შედგენა და ომით განადგურებული ქალაქების აღდგენა. 

კონკურსში საქართველოდან წარდგენილი შემდეგი პროექტები შეირჩა:

  • თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულება და ინვენტარიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, საქართველო:

თრუსოს ხეობის ძეგლების შესანარჩუნებლად საჭიროა ტერიტორიის სრული ინვენტარიზაცია და მათთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მინიჭება. ძეგლებზე ციფრული წვდომისათვის შეიქმნება ვებსაიტი, სადაც მათზე არსებული ინფორმაცია განთავსდება. პროექტის განხორციელებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში ადგილობრივი თემი ჩაერთვება.

  • კავკასიის ტრადიციულ ნაგებობათა აღდგენა (CTBR), „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი:

საპილოტე პროექტის მიზანია, განავითაროს სამხრეთ კავკასიის ტრადიციული არქიტექტურა და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება თიხისა და ხის მსგავსი მდგრადი მასალის გამოყენებას მიანიჭოს. ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, კულტურათაშორის კავშირს და ტრადიციულ სახლებში ცხოვრების ნორმალიზებას. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპული მდგრადი მეთოდოლოგიების გამოყენება, რაც რეგიონთაშორის თანამშრომლობის მაგალითიც გახდება.

სქემას ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის პროექტის ლიდერი, ევროპა ნოსტრა, ჰაბის კონსორციუმის სხვა წევრებთან თანამშრომლობით მართავს. ის ფონდის, ALIPH Foundation-ის მიერაა თანადაფინანსებული. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:52
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში

2024-12-17 14:31
მსოფლიო

მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული

რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი

2024-12-13 15:34
მსოფლიო

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ

2024-12-12 11:07
მსოფლიო

რამდენად საშიშია ხელოვნური ინტელექტი ბავშვებისთვის?

ოჯახის მიერ გადაღებულ ეკრანზე აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტმა ბავშვს სევდასთან გამკლავებისთვის საკუთარი

2024-12-11 13:23
მსოფლიო

დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან

რეგულაციის თანახმად, თუ ფრენები ტექნიკური და ოპერატიული მიზეზების გამო შეფერხდა და მგზავრები დაგეგმილ საბოლოო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები