ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მე-14 სანქციების პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც მოიცავს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) რეექსპორტის აკრძალვას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარის, ბელგიის სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზგასმულია, რომ ახალი სანქციების გადაწყვეტილებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო იქნა მიღებული.
საკითხს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით და აღნიშნა, რომ ახალი სანქციების პაკეტი ხელს შეუშლის რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და შეამცირებს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს.
მათივე განცხადებით, სანქციები გავლენას არ მოახდენს რუსეთის LNG-ის ევროკავშირში ექსპორტის დიდ ნაწილზე, მაგრამ ევროკავშირის პორტებს აეკრძალებათ რუსული LNG-ის გადაყიდვა.
ნანახია: 453
მსგავსი სიახლეები
clickss