სომხეთი საფრანგეთისგან საარტილერიო სისტემა "კეისარს" შეისყიდის
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ და მისმა სომეხმა კოლეგამ სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთისთვის საარტილერიო სისტემის „კეისრის“ მიყიდვის შესახებ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ლეკორმუნ თავის X ანგარიშზე განაცხადა, რომ ისინი შეხვდნენ პაპიკიანს, ევროპის ყველაზე დიდი თავდაცვის ინდუსტრიის ღონისძიების Eurosatory-ის ფარგლებში.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საარტილერიო სისტემა "კეისარის" შეისყიდის თაობაზე შეთანხმდნენ.
ცნობისათვის, "კეისრის" საარტილერიო სისტემებს აწარმოებს ფრანგული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია Nexter-ი.
ნანახია: 438
მსგავსი სიახლეები
clickss