ერდოღან-ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
სატელეფონო საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, პრეზიდენტ ერდოღანს ყურბან-ბაირამი მიულოცა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა კი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
სატელეფონო საუბრის დროს, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მათ პოლიტიკურ ნებას თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სრულად ნორმალიზებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
ერდოღანმა და ფაშინიანმა ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაადასტურეს აქამდე შეთანხმებული საკითხები.
ლიდერებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს თურქეთისა და სომხეთის მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე დიალოგი და ასევე განიხილეს რეგიონში ბოლო მოვლენები და საერთაშორისო დღის წესრიგი.
ნანახია: 515
მსგავსი სიახლეები
clickss