2024-12-24

05:53

ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს

მსოფლიო
17-06-2024 14:15

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ფინანსური ვალდებულება მოკავშირე ქვეყნებს, რაც მოიცავს უკრაინისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას იმ პერიდოის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პირველი დღის სესიის ბოლოს იენს სტოლტენბერგმა პრესისთვის განცხადება გააკეთა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ამ ქვეყანას თითქმის მთელ სამხედრო მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეები უწევენ და რომ ახალი გეგმა ამ მხარდაჭერას მყარ საფუძვლებზე დააყენებს და უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეების წლიური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 40 მილიარდ ევროს შეადგენს და ის სთავაზობს ამ თანხის მინიმალურ კრიტერიუმად განსაზღვრას და მისი უზრუნველყოფას მანამ, სანამ უკრაინას ეს სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:52
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში

2024-12-17 14:31
მსოფლიო

მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული

რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი

2024-12-13 15:34
მსოფლიო

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ

2024-12-12 11:07
მსოფლიო

რამდენად საშიშია ხელოვნური ინტელექტი ბავშვებისთვის?

ოჯახის მიერ გადაღებულ ეკრანზე აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტმა ბავშვს სევდასთან გამკლავებისთვის საკუთარი

2024-12-11 13:23
მსოფლიო

დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან

რეგულაციის თანახმად, თუ ფრენები ტექნიკური და ოპერატიული მიზეზების გამო შეფერხდა და მგზავრები დაგეგმილ საბოლოო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები