2025-09-11

20:25

აზერბაიჯანმა უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

მსოფლიო
13-06-2024 13:41

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ომის მანძილზე უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ჯეიჰუნ ბაირამოვი სიტყვით გამოვიდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ „2024 წლის უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“.

ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ისინი მომხრენი არიან კონფლიქტის (რომელიც რუსეთთან 2022 წლიდან მიმდინარეობს) დასრულების და პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე.

ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და დაამატა: „აზერბაიჯანმა უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის იყო მედიკამენტები, საკვები და ელექტროენერგიის გენერატორები“.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები