2025-09-11

22:42

პოლონეთი დააწესებს შეზღუდვებს რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით

მსოფლიო
28-05-2024 16:10

პოლონეთმა გამოაცხადა, რომ დააწესებს შეზღუდვებს რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით იმ მოტივით, რომ „რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წინააღმდეგ“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას აქვს მტკიცებულებები „ევროპის ქვეყნებში რუსეთის მოვლენების წარმართვის მცდელობების“ შესახებ და ყურადღება გაამახვილა „ევროკავშირის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ ომზე“.

ამასთან დაკავშირებით, სიკორსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების შეზღუდვა დაწესდება და გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გადაეგზავნება დედაქალაქ ვარშავაში რუსეთის საელჩოს.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვა ეხება საკონსულოსა და საელჩოს პერსონალს და არ გავრცელდება ვარშავაში რუსეთის ელჩზე.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები