2025-09-12

01:39

აშშ შეშფოთებულია საქართველოს ანტიდასავლური ორიენტაციის გამო

მსოფლიო
13-05-2024 11:01

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო დააყენა ქვეყანა „საშიში ტრაექტორიაზე“ აშშ-სთან და ევროპასთან ინტეგრაციის წინააღმდეგ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს და აღნიშნავს: „ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ მარშრუტს, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტი 17 მაისს საკამათო კანონპროექტის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისაღებად ემზადება - იმ დღეს, როდესაც ზოგიერთი ჯგუფი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აქციებს გამართავს.

იმავდროულად, ევროკავშირის 30-ზე მეტმა დეპუტატმა საქართველოს, ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის, რომელიც მიენიჭა 2022 წელს, შეჩერება  შესთავაზა.

ევროკომისიამ კი განაცხადა, რომ ამისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთო თანხმობა უნდა იყოს და წინადადება თავად კომისიამ უნდა გააკეთოს.

თავის მხრივ, 2 მაისს აშშ-ის საელჩომ თბილისში გაავრცელა განცხადება, რომელიც მხარს უჭერდა მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. ვაშინგტონის კრიტიკის გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ კი აშშ-ში ვიზიტი გააუქმა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები