2025-12-02

23:02

მოსახლეობის რაოდენობით ინდოეთმა ჩინეთს გაუსწრო

მსოფლიო
22-04-2024 12:43

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთი, რომლის მოსახლეობამ მიაღწია 1,441 მილიარდს, გახდა ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ცხოვრობს დედამიწაზე. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გამოაქვეყნა 2024 წლის მსოფლიო მოსახლეობის სტატუსის მოხსენება სათაურით „გადახლართული ცხოვრება, იმედის ძაფები: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დასრულება და მასთან დაკავშირებული უთანასწორობა".

წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უთანასწორობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში იზრდება მთელ მსოფლიოში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქალები აფრიკაში 130-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ორსულობისა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების გამო, ვიდრე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკის კონტინენტზე აფროამერიკელი ქალები ასევე უფრო ხშირად იღუპებიან მშობიარობის დროს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ მიაღწია 8,119 მილიარდს. რაც შეეხება ინდოეთის  მოსახლეობას, 1,441 მილიარდი გახდა.

მოხსენებაში ასევ აღინიშნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და დედათა სიკვდილიანობის შემცირებამ როლი ითამაშა ინდოეთის პირველ ადგილზე ასვლაში, რითაც მან  გადაუსწრო ჩინეთს, რომლის მოსახლეობაც 1,425 მილიარდია.

გაეროს მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობამ კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2022 წელს 1,426 მილიარდს მიაღწია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ საუკუნის ბოლოსთვის ჩინეთის მოსახლეობა 1 მილიარდზე ქვემოთ ჩამოვა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოში 8,119 მილიარდს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები