2025-09-12

10:55

გერმანულმა დრონების მწარმოებელმა უკრაინაში კიდევ ერთი ქარხანა გახსნა

მსოფლიო
21-04-2024 11:34

გერმანულმა Quantum-Systems GmbH-მა, რომელიც სპეციალიზირებულია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში, უკრაინაში კიდევ ერთი საწარმო გახსნა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ახალი ქარხანა გახდება Quantum Systems-ის უკვე მეორე საწარმო უკრაინაში: იგეგმება, რომ წლის ბოლომდე მასში 100 ადამიანი დასაქმდება. პროგნოზების მიხედვით, ახალი საწარმოს წყალობით, კომპანიის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 ათას უპილოტო საფრენ აპარატამდე გაიზრდება.

Quantum Systems-ის სადაზვერვო დრონები "ვექტორი" უკრაინაში გასული წლის მაისიდან გამოიყენებოდა. დღეისათვის German Enablement Initiative-ის ფარგლებში უკრაინას 212 სისტემა მიეწოდა. წლის ბოლომდე ისინი გეგმავენ 500-მდე სადაზვერვო დრონების მიწოდებას Quantum Systems-ის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ UNIAN-ი ადრე წერდა, რომ "ვექტორმა" განსაკუთრებული როლი შეასრულა სევერსკის დონეცის ბრძოლაში ლუგანსკის რაიონის სოფელ ბელოგოროვკას მახლობლად. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია უკრაინას 100-მდე Trinity UAV-ს სისტემის სხვადასხვა მოდელის უპილოტო საფრენ აპარატებსაც მიაწვდის.

წყარო: https://www.unian.net/weapons/nemeckiy-proizvoditel-dronov-otkryl-eshche-odin-zavod-v-ukraine-12610335.html?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0e-9_FyPM77-ytrULCspVUbz35SMtCKtZchcmVBp8fUoYeMW7ptkj-VdQ_aem_AckmUrKThF-vw5BAAMdBLi7oKHCT3VIzCZ19-Ew523yUS61NdHx-h6tj6GoCcwU2EqbGyzeZ2JEcWhRYzjqkGIGk&mibextid=xfxF2i

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები