ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ამ კანონმდებლობას შეუძლია, საქართველოს დაათმობინოს ევროპისკენ მიმავალი გზა — ის გზა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა“.
17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მასობრივი პროტესტისა და ამგვარი კანონმდებლობის უკან გაწვევის შესახებ ევროკავშირის განმეორებითი მოწოდებების მიუხედავად, პირველი მოსმენით მიიღო.
„ეს მოვლენათა ძალზე შემაშფოთებელი განვითარებაა. ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველოს წინსვლაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“, — აღნიშნა ბორელმა.
მან დაურთო, რომ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ქვეყნის წინსვლას უწყობს ხელს.
„შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შეიძლება შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის უნარი, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლო სტიგმატიზება“, — აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 775
მსგავსი სიახლეები

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
clickss