ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

26 მარტს ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალი ხელმძღვანელი დანიშნა.
გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი ამ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. ის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია და საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტაბილიზაციის მისიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
მას გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უმუშავია. ახალ პოსტზე დანიშვნამდე ბეტინა ბუგანი MINUSMA-ს (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში) პოლიციის კომისრის რანგში მუშაობდა კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში.
ბეტინა ბუგანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების 200-ზე მეტი დამკვირვებლისგან შედგება. მისია ქვეყანაში 2008 წლის ოქტომბერში გამოიგზავნა — მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით მოეწერა ხელი 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებას და შემდგომ 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შეთანხმებას, რომლებმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაასრულა.
მისიის მანდატი მოიცავს სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას და ნდობის აღდგენას, ასევე ანგარიშგებას ევროკავშირის წინაშე, ინფორმირებული ევროპული პოლიტიკის შესამუშავებლად და ევროკავშირის რეგიონში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 855
მსგავსი სიახლეები

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
clickss