2025-09-12

13:18

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას 5 მილიარდი ევროთი ზრდის

მსოფლიო
20-03-2024 11:48

ევროკავშირის საბჭომ გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებული ფონდი 5 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ფინანსური ფონდი სახელწოდებით „მშვიდობის ევროპული ფონდი“ (EPF) 5 მილიარდი ევროთ გაიზარდა და ამ ფონდის ფარგლებში შეიქმნა „უკრაინის დახმარების ფონდი“.

უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში, ის მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებას სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების მეშვეობით.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

„ამ ფონდით ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რაც კი დასჭირდება და რამდენიც დასჭირდება რუსეთის ომისგან თავის დასაცავად“, განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „მშვიდობის ევროპული ფონდის“ (EPF) ფინანსური ზედა ზღვარი 2021-2027 წლებისთვის 17 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ცნობისათვის, ევროკავშირის მიერ უკრაინის არმიისთვის გაწეული ჯამური მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერა, შეფასებულია 33 მილიარდ ევროდ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები