2025-12-02

23:47

ევროკავშირის განცხადებით, აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის „საპრეზიდენტო არჩევნები“ უკანონოა

მსოფლიო
19-03-2024 17:27

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეგრეთ წოდებული „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ საარჩევნო უბნების საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გახსნა უკანონოა. ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ.

„ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, — ნათქვამია პოსტში.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ „არჩევნები“ ჩატარდა „უაღრესად შემზღუდველ გარემოში, გაზრდილი სისტემური შიდა რეპრესიებისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის პირობებში, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე“.

„ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს ეუთოს მიმართ და ართმევს რუს ამომრჩევლებსა და რუსეთის ინსტიტუტებს ამ არჩევნების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი შეფასების უფლებას“, — ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში

გარდა ამისა, ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეგრეთ წოდებული „არჩევნების“ უკანონოდ ჩატარება უკრაინის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ზოგიერთ ნაწილში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

უკან დაბრუნება

ნანახია: 1041

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები