შესაძლოა თუ არა ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და ნატოს შორის კონფლიქტი შესაძლებელია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს საარჩევნო შტაბიდან მიმართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
პუტინის შეფასებით, საფრანგეთმა არ უნდა გაამწვავოს კონფლიქტი უკრაინაში, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტას. პუტინმა აღნიშნა, რომ მათ იცოდნენ, რომ უკრაინაში ნატოს ჯარისკაცები იყვნენ.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორის, პუტინმა თქვა: „თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. ეს კონფლიქტი გამოიწვევს სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომს. მაგრამ არა მგონია, ვინმე იყოს დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრე ვართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერს საბრძოლო მასალა ამოეწურა, თუ ისინი მართლაც სერიოზულები არიან და სურთ მშვიდობის დამყარება გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ მომხრე ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.“
ნანახია: 651
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss