ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის!

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი 2024 წელს გაზრდის თავდაცვის ხარჯებს 1,66 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი), რაც გასულ წელთან შედარებით 7,2 პროცენტით მეტია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩინეთის ნაციონალურ სახალხო კონგრესზე წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ თავდაცვის ხარჯები წელს გაიზრდება 7,2 პროცენტით 1,66 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი).
ზრდის ტემპი აღემატება მთავრობის „დაახლოებით 5 პროცენტიან“ მიზნობრივ ეკონომიკურ ზრდას.
ჩინეთის თავდაცვის ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა ზრდის ტემპზე მაღლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სი ძინპინი 2013 წელს თანამდებობაზე დაინიშნა. თავდაცვის წლიური ხარჯები 10 წელიწადში გაორმაგდა.
ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე.
მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა, უბიძგებს პეკინის ხელისუფლებას გაზარდოს თავისი ძალა სამხედრო სფეროში.
თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, ხარჯების ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ პეკინს არ უნდა ომი და კონფლიქტი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ მეორეს მხრივ გრძელ ვადაში სამხედრო მოდერნიზაციის გაგრძელებასთან ერთად ტაივანის საკითხთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაზრდილი დაძაბულობის წინააღმდეგ აპირებს საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას.
ნანახია: 674
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss