2025-09-12

16:02

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე ვიდეომიმართვა გააგზავნა

მსოფლიო
29-02-2024 11:54

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ადრე სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დამყარებისთვის“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე გაგზავნილ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზგასმით თქვა, რომ იგი ყველა ღონეს ხმარობს ყირიმელი თათრების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ინარჩუნებს თავის შეხედულებას, რომ დიპლომატიას და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი, რომ დასრულდეს ომი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით.

„ჩვენ ასევე მზად აღვადგინოთ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ადრე სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დამყარებისთვის. ამ მიზნით ვიმედოვნებ, რომ სოლიდარობის სული, რომელიც გაცოცხლდა ჩვენს საერთო გეოგრაფიაში, ბალკანეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის პროცესით, გავრცელდება ჩვენს ახლომდებარე გეოგრაფიაშიც“. - თქვა მან.

ერდოღანმა მთელი გულით მიულოცა სამიტის მასპინძელ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას თაოსნობით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები