აშშ მხარს უჭერს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა /აშშ/ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს და მიაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე შეაფასა მათი პოზიცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და განაცხადა: „როგორც შეერთებული შტატები, ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ დახმარებას ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მისაღწევად“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება "მისაღწევ" ეტაპზეა.
მილერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ შეხვედრებზე გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ პროცესისთვის. მან ასევე დასძინა, რომ ორივე ქვეყანა ცდილობს მოუგვარებელი ზოგიერთი საკითხის გადაჭრას.
ნანახია: 754
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss