ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინის საკითხში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ფაშინიანმა განაცხადა: „როგორც უკვე ვთქვი, სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ რაიმე სახის გავლენა ამ სიტუაციაზე. უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ხალხია. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ უმადურები, სომხები თავს კარგად გრძნობდნენ უკრაინაში”.
ფაშინიანმა ასევე გაიხსენა 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის მნიშვნელობა, რომელმაც დაადასტურა, რომ ყოფილი სსრკ რესპუბლიკები, მათ შორის რუსეთი და უკრაინა, აღიარებდნენ ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრებს.
სომხეთის პრემიერმა აღნიშნა: „ჩვენი აზრით, ალმა-ატას დეკლარაცია არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და ლოგიკურად იგივე უნდა ეხებოდეს უკრაინას. იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი გვავალდებულებს ყველას. თუ ჩვენ ამას დავარღვევთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი დავარღვიოთ”.
ივნისში ფაშინიანმა ასევე CNN Prima News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში.
ინტერვიუში ფაშინიანმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე უკრაინის ომში. ეს ომი, ეს კონფლიქტი გვაწუხებს, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ორმხრივ ურთიერთობაზე. დასავლეთში რუსეთთან მოკავშირედ გვხედავენ. რუსეთში იციან, რომ ჩვენ მათი მოკავშირეები არ ვართ უკრაინის ომში. ასე რომ, ამ სიტუაციაში, ჩვენ არავის მოკავშირე ვართ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სენსიტიურები”.
თებერვლის დასაწყისში სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანი სამხედრო თანამშრომლობისთვის ახალ მოკავშირეებს ეძებს, რადგან ძველებურად რუსეთით ვერ დაკმაყოფილდება.
იანვარში ფაშინიანმა ნატოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენელთან ხავიერ კოლომინასთან განიხილა სომხეთის ნატოსთან თანამშრომლობა.
ნანახია: 538
მსგავსი სიახლეები
clickss