2025-09-12

18:30

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ რეგიონში

მსოფლიო
16-02-2024 12:15

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინა 10 წელია იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ რეგიონში. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

პისტორიუსმა განცხადება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის მეორე წელი და ყირიმის ანექსიის კი მეათე წელია და დაამატა: "უკრაინა 10 წელია იცავს თავს რუსეთისგან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ რეგიონში“.

ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განიხილებოდა უკრაინის მიმართ გადაუდებელი დახმარების საკითხები, ახლა მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მხარდაჭერა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა მომავალში მთავარი საკითხი იქნება.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომიდან მიღებული გამოცდილებით ისწავლეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საბრძოლო მასალა და პისტორიუსმა თქვა: „საბოლოოდ, ომს უკრაინაში მსოფლიოში (საბრძოლო მასალის) მწარმოებული ქვეყნების სერიული წარმოებები განსაზღვრავს. საკმარისი საბრძოლო მასალა არ არის“.

ამიტომ, პისტორიუსმა განაცხადა, რომ კმაყოფილია გერმანიაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხნის საძირკვლის ჩაყრით და რომ გერმანიის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტში საბრძოლო მასალის ხარჯებისთვის 3,5 მილიარდი ევრო გამოყო და 2024 წელში უკრაინას 3-4-ჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს მიაწვდიან ვიდრე 2023 წელს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები