2025-09-12

18:28

აზერბაიჯანმა „საპასუხო ოპერაცია“ განახორციელა

მსოფლიო
13-02-2024 16:27

მას შემდეგ, რაც საზღვარზე აზერბაიჯანის ერთ-ერთი ჯარისკაცი სომხეთიდან გასროლილი ცეცხლის შედეგად დაშავდა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა „საპასუხო ოპერაცია“ განახორციელეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მესაზღვრეებმა გუშინ სომხეთის პროვოკაციაზე საპასუხოდ ოპერაცია ჩაატარეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოზიცია, საიდანაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართ ცეცხლი გაიხსნა, მთლიანად განადგურდა და სომეხ ჯარისკაცებს შორის იყო მსხვერპლი.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სომხეთის პროვოკაციებს ამიერიდან უფრო სერიოზული და გადამწყვეტი ზომებით უპასუხებენ და აღინიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ადმინისტრაციას ეკისრება.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი დასკვნით, აზერბაიჯანის საპასუხო ოპერაციის შედეგად მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ცნობისათვის, გუშინ  სომხეთის მხრიდან ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების მიმართ პროვოკაციული ცეცხლი იქნა გახსნილი. შედეგად, აზერბაიჯანის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები