2025-09-12

18:37

სიკვდილით დასჯას კიდევ ერთი ქვეყანა აუქმებს

მსოფლიო
09-02-2024 10:55

ზიმბაბვეს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს კანონი, რომელიც მკვლელობის ჩამდენის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ზიმბაბვეს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის მინისტრმა ჯენფან მუსვერმა ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარლამენტში ერთი წლის წინ გაგზავნილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები მიღებულ იქნა.

მუსვერის თქმით, კანონის გაუქმების შემდეგ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მკვლელებისთვის სიკვდილით დასჯის ნაცვლად გრძელვადიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, სიკვდილით დასჯა, რომელიც ბრიტანეთის კოლონიური ეპოქის მემკვიდრეობაა, 2005 წლის შემდეგ ქვეყანაში არცერთ დამნაშავეზე არ დაუწესებიათ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები