2025-09-12

21:19

ჯონ კირბი: შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში

მსოფლიო
02-02-2024 10:58

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში, თუ იგი აღმოფხვრის შეშფოთების საფუძველს S-400-ებთან დაკავშირებით (რომლებიც მან რუსეთისგან შეიძინა). ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე F-35-ების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

კითხვაზე „თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის შემდეგ შეუძლია თუ არა ამ ქვეყანას დაუბრუნდეს F-35 პროგრამას“, კირბიმ თქვა: "ჩვენი მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება. თუ თურქეთი შესძლებს ჩვენი შეშფოთების საფუძველი ამ საკითხთან დაკავშირებით აღმოფხვრას, მაშინ მისი მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში შეიძლება აღდგეს“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორია ნულანდმა, რომელსაც შეხვედრები ჰქონდა თურქეთში შაბათ-კვირას, განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ თურქეთს F-35-ის პროგრამაში, თუკი რუსეთისგან შეძენილ S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით სიტუაცია მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები