ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად ჩაუნერგეს

ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიის Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად ჩაუნერგეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
სოციალურ ქსელ X-ზე თავის პოსტში, ილონ მასკმა განაცხადა, რომ პირველად ადამიანს იმპლანტი Neuralink-ის მიერ გაუკეთდა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და პირველი შედეგები "იმედის მომცემია".
მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ის პირველი პროდუქტის სახელი არის "Telepati" და მისი მეშვეობით მხოლოდ ფიქრით ის უზრუნველყოფს ტელეფონის ან კომპიუტერის და თითქმის ნებისმიერი მოწყობილობის კონტროლს.
აღნიშნა, რომ პირველი მომხმარებლები იქნებიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კიდურების გამოყენების უნარი. "წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოკინგს უფრო სწრაფად შეეძლოს კომუნიკაცია, ვიდრე მდივანს ან აუქციონერს. ეს არის მიზანი“. - თქვა მასკმა.
მაისში Neuralink-მა გამოაცხადა, რომ მიიღო ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რათა დაეწყო ტვინის ჩიპების პროექტის ადამიანებზე ტესტირება.
აღინიშნა, რომ ადრე მაიმუნებზე ტესტირებულმა ჩიპებმა წარმატებით მოახდინეს ტვინში არსებული სიგნალების ინტერპრეტაცია და გადასცეს ისინი მოწყობილობებს.
მასკისა და ინჟინრების ჯგუფის მიერ 2016 წელს დაარსებული Neuralink-ი მიზნად ისახავს ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობას, როგორიცაა დამბლა და სიბრმავე და გააუმჯობესოს ინვალიდთა ცხოვრების ხარისხი ტვინში მოთავსებული მიკროჩიპების წყალობით.
ნანახია: 617
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss