2025-09-12

21:17

აშშ კმაყოფილია ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილების ხელმოწერით

მსოფლიო
29-01-2024 10:55

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ კმაყოფილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ხელმოწერით. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალური ქსელის X-ის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მივესალმებით თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცებას“.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელიან შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ვაშინგტონში ჩასვლას და შვედეთის ნატოს 32-ე წევრად გახდომას.

„შვედეთი და ალიანსი (ნატო) ერთად უფრო ძლიერები არიან“. - აღნიშნა ბლინკენმა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის სოციალური ქსელის ანგარიშით გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გადაწყვიტა გამოქვეყნდეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებული კანონი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების შესახებ და ხელი მოაწერა საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლთან დაკავშირებით და პროტოკოლი დაამტკიცა“.

მოგვიანებით შესაბამისი გადაწყვეტილება ოფიციალური მაცნეს განმეორებით ნომერში გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები