თვითმფრინავი „ილ-76“, რომელშიც 65 უკრაინელი ტყვე იყო, ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ბელგოროდის რაიონში კატასტროფა განიცადა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ილ-76“, რომელშიც 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, ეკიპაჟისა და თანმხლებ პირებთან ერთად. ამის „შესახებ რია ნოვოსტიმ“ ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა.
„მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე ბელგოროდის რაიონში გეგმიური ფრენის დროს ჩამოვარდა „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი. ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ბელგოროდის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. „ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან ეს არის საკმაოდ ახალი ინფორმაცია“, - აღნიშნა მან.
მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა "ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში მოხდა". მისივე თქმით, ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი, ავიაკატასტროფის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
ნანახია: 645
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss