2025-09-13

01:03

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია იუნანში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 47 ადამიანი მოყვა მიწის მასის ქვეშ

მსოფლიო
22-01-2024 14:56

კუნმინინი, (ჩინეთი) - ორშაბათს დილით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია იუნანში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 47 ადამიანი მოყვა ჩამოწოლილი მიწის მასის ქვეშ. 200-ზე მეტი მაშველი, 33 სახანძრო მანქანა და 10 სატვირთო მანქანა მობილიზებული იყო დაკარგული ადამიანების მოსაძებნად მას შემდეგ, რაც კატასტროფა ორშაბათს 05:51 საათზე ქალაქ ჟაოტონგში, ქალაქ ტანგფანგში, სოფელ ლიანშუიში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მეწყერმა 18 კომლი მოიცვა თავისი მცხოვრებლებით. სტიქიური უბედურებების შემდეგ, ხელისუფლებამ აამოქმედა მე-3 დონის კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმი. ამ დროისთვის 200-ზე მეტი მოსახლე ევაკუირებულია.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, სამშაბათს ქალაქში მცირე თოვლი იქნება და ყველაზე დაბალი ტემპერატურა -3 გრადუს ცელსიუსამდეა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები