2024-09-20

21:54

ადრეულ ასაკში სტრესი ზრდის გულის დაავადებების რისკს

მსოფლიო
20-01-2024 11:16

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ადრეულ ასაკში განიცდიდნენ მძიმე სტრესს, უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ და შემდგომ ცხოვრებაში სერიოზული გულის პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

მკვლევარებმა გამოიკვლიეს 13-დან 24 წლამდე ასაკის 276 ადამიანის მონაცემები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ბავშვთა ჯანმრთელობის კვლევებში.

მონაწილეები სტრესის დონის მიხედვით დაყვეს 4 ჯგუფად: „თანმიმდევრულად მაღალი სტრესი“, „დროთა განმავლობაში სტრესის შემცირება“, „დროთა განმავლობაში სტრესის გაზრდა“ და „მუდმივი დაბალი სტრესი“.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაღალი სტრესის მქონე ადამიანები უფრო მეტ წონას იმატებენ გვიან ასაკში, აქვთ სიმსუქნის მაღალი რისკი და, შესაბამისად, იზრდება გულის დაავადებების რისკი.

ასევე გაირკვა, რომ ამ ადამიანების სისხლძარღვთა ჯანმრთელობა უარესდება და მათი არტერიული წნევა უფრო იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.

კვლევის შედეგები ჟურნალ „American Heart Association“-ში გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

2024-09-20 14:38
მსოფლიო

სროლები რუსული კომპანიის ოფისში: დაიღუპა 2 ადამიანი

Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ

2024-09-20 14:09
მსოფლიო

ევროკავშირი - ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმ

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას,

2024-09-19 17:36
მსოფლიო

ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა

მკვლევარებმა, რომლებმაც ნახატზე არსებული 14 სპირალური სტრუქტურა შეისწავლეს, განაცხადეს, რომ „ვარსკვლავური ღამე”-ს ფუნჯის

2024-09-19 13:42
მსოფლიო

ლიბანში ამჯერად რაციები ააფეთქეს!!!

ერთ-ერთი აფეთქება მოხდა იმ ადამიანების დაკრძალვის ცერემონიის დროს, რომლებიც გუშინდელი

2024-09-18 09:58
მსოფლიო

Meta რუსულ მედია ქსელებს კრძალავს!

ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta-ს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები