2025-09-13

01:03

ფონ დერ ლეიენი დავოსში: „რუსეთი ვერ აღწევს სტრატეგიულ მიზნებს“

მსოფლიო
19-01-2024 11:53

„უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს და მისთვის პირველ რიგში, ეს არის სამხედრო მარცხი“. აქვე მან დაამატა, რომ უკრაინაში შეღწევის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა „სამხედრო პოტენციალის დაახლოებით ნახევარი“. „რუსეთი ასევე განიცდის ეკონომიკურ მარცხს. სანქციებმა მის ეკონომიკას წაართვა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები. ახლა რუსეთი მხოლოდ ჩინეთზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, რუსეთის რუსეთი მარცხდება დიპლომატიურ არენაზეც. ინეთი შეუერთდა ნატოს. მალე შვედეთიც მოჰყვება მას. უკრაინა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. „მათ სჭირდებათ იარაღის სტაბილური მიწოდება, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და დაიბრუნონ მისი კანონიერი ტერიტორია. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, შეაჩერონ მომავალი თავდასხმები რუსეთის მხრიდან. და მათ ასევე სჭირდებათ იმედი. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრძოლით ისინი შვილების უკეთეს მომავალს მოიპოვებენ და უკრაინის საუკეთესო მომავალი ევროპაა“.

დავოსის ფორუმის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. „ჩვენი გული თქვენს ჯარისკაცებთანაა ფრონტის ხაზზე. [უკრაინის] მომავლის რწმენა ევროკავშირში მათ ძალას მისცემს. ევროკომისია წინ უძღვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერის ვებ-გვერდზე.

წელს დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა შეკრიბა 100-ზე მეტი მთავრობის, ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციის და 1000 ფორუმის პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი. მას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, წამყვანი ექსპერტები, ახალგაზრდობის წარმომადგენლები, სოციალური მეწარმეები და ჟურნალისტები.

მეტის გასაგებად:

Пресс-релиз

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები