სომხეთის პასუხი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს

სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრანიკ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ მიმზიდველია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადება, შუამავლების გარეშე ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ანდრანიკ ქოჩარიანმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ეს არის ძალიან მიმზიდველი წინადადება როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის, რადგან ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი“.
მან ყურადღება გაამახვილა ი. ალიევის სიტყვებზე, რომ არ არის საჭირო გარანტორები და დაამატა: „დღევანდელი რეალობის გასაძლიერებლად ცეცხლის შეწყვეტის დაურღვევლობის შეთანხმების (2020) გამოყენებაც კი გარანტია იქნება“.
აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გარანტორების საჭიროებას ვერ ხედავს.
„ეს იქნება სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერს ორი დამოუკიდებელი ქვეყანა“. - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ნანახია: 544
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss