2025-09-13

01:03

აშშ-მ და დიდ ბრიტანეთმა „ჰუსიტების ობიექტებზე“ თავდასხმები განახორციელეს

მსოფლიო
12-01-2024 15:04

ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა იემენის რამდენიმე ქალაქში საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

იემენის ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელეს დედაქალაქ სანაში, ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში ზოგიერთ პუნქტზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჰუტისებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შესახებ, რომლებიც აგრძელებენ თავდასხმებს წითელ ზღვაში წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „დღეს, ჩემი დავალებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, განახორციელეს საჰაერო თავდასხმა ზოგიერთ სამიზნეზე, რომელსაც იემენში იყენებდნენ ჰუსიტი მეამბოხეები. ეს თავდასხმები იყო შურისძიება ჰუსიტების ქმედებებზე წითელ ზღვაში. იემენში განხორციელებული ეს თავდასხმები არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ჩვენ არ მოვითმენთ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ნაოსნობის საქმიანობას საფრთხე შეექმნას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ კომერციულ მარშრუტზე. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არ დავაყოვნებთ შემდგომი ზომების მიღებას“.

თავის მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები