2025-09-13

05:09

თურქეთი, პაკისტანი და საუდის არაბეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

მსოფლიო
11-01-2024 07:41

პაკისტანს, თურქეთს და საუდის არაბეთს სურთ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ თავდაცვის ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება

მხარეები ამ საკითხზე პაკისტანში, რავალპინდიში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

პაკისტანის სამხედრო პრესსამსახურის ISPR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები სამშაბათს პაკისტანში, რავალპინდიში შეხვდნენ ერთმანეთს. განცხადების თანახმად, თავდაცვის სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის მეორე შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარებაში შესაძლო თანამშრომლობის საკითხებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს „ინტელექტუალური, ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების გაერთიანების“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია „საერთო მიზნების“ და „თავდაცვის სექტორში დამოუკიდებლობის“ მისაღწევად.

განცხადებაში ასევე დადასტურდა სამ ქვეყანას შორის არსებული „ძმური ურთიერთობა“ და ხაზი გაესვა თანამშრომლობის ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე შეთანხმებას.

პლატფორმის მესამე შეხვედრა დაგეგმილია მსოფლიო თავდაცვის გამოფენის ფარგლებში, რომელიც მომავალ თვეში საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გაიმართება.

სამი ქვეყნის პირველი შეხვედრა რიადში გასული წლის აგვისტოში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები