ჰიქმეთ ჰაჯიევი მნიშვნელოვან განცხადებებს ავრცელებს!

საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა სომხეთთან მშვიდობის დამყარებას აპირებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
გაზეთ „ბერლინერთან“ ინტერვიუს დროს ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან ურთიერთობაში გარკვეული პოზიტიური განვითარებაა.
ჰაჯიევმა, ორი კვირის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართულ პოზიტიურ დიალოგზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მათ ადრე პატიმრების გაცვლა წარმატებით განახორციელეს.
„ორმხრივი მოლაპარაკებები შუამავლობის გარეშე გაიმართა. ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ არსებობს საკამათო საკითხები, როგორიცაა ზანგეზურის დერეფანი, მაგრამ, ჩვენ მზად ვართ სომხეთთან მშვიდობის დასამყარებლად“, განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.
ნანახია: 710
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss