ინდონეზიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა

ინდონეზიის პროვინცია დასავლეთ იავაში პარასკევს დილით ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ MetroTV-ს რეგიონული პოლიციის სპიკერმა იბრაჰიმ ტომპომ განაცხადა.
მისი თქმით, დაიღუპა მემანქანე, მისი თანაშემწე და კიდევ ერთი მოსამსახურე.
პროვინციის სამძებრო-სამაშველო დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის უფროსის, სუპრიონოს თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 06:03 საათზე მოხდა.
"ჩვენმა თანამშრომლებმა გადაარჩინეს ბევრი დაზარალებული, სულ მცირე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შესაძლოა მეტიც", - განუცხადა Xinhua-ს ტელეფონით საუბრისას. ყველა დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, დასძინა მაშველების უფროსმა.
ნანახია: 630
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss