აშშ-ის განცხადება ირანში ტერაქტების შესახებ!

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ კავშირი აქვს ირანის კერმანის პროვინციაში თავდასხმებთან, რომლის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა და 211 დაშავდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ამ თემაზე კითხვებს ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე უპასუხა და დასძინა: "ამაში ამერიკის შეერთებული შტატები არანაირად არ იყო ჩართული, საპირისპირო ბრალდებები სასაცილოა. მეორეც, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ ისრაელი მონაწილეობდა ამ აფეთქებებში".
სპიკერმა მილერმა სამძიმარი გამოთქვა თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო.
95 ადამიანი დაიღუპა ორ ცალკეული აფეთქების შედეგად ირანის კერმანის პროვინციაში, რომელიც რევოლუციური გვარდიის არმიის ყოფილი მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან მოხდა.
ნანახია: 653
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss