ირანში, ქასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა

ირანის კერმანის პროვინციაში, ქასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ირანული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ზედიზედ აფეთქებები მოხდა რევოლუციური გვარდიის არმიის ყუდსის ძალების მეთაურის ქასემ სოლეიმანის 2020 წლის 3 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მკვლელობის მეოთხე წლისთავზე გზაზე, სადაც მისი ხსოვნის ცერემონია იმართებოდა.
პირველადი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
კერმანის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სადაც სოლეიმანის საფლავი მდებარეობს, აფეთქების მასშტაბის ან მიზეზის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცერემონიის მონაწილეები გარბიან და სასწრაფო დახმარების მანქანები მომხდარის ადგილისკენ მიემართებიან.
ათასობით ადამიანი ირანის მრავალი ქალაქიდან ესწრებოდა სოლეიმანის მშობლიურ ქალაქ კერმანში გამართულ ხსოვნის ცერემონიას.
ნანახია: 556
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss