2025-09-13

08:11

გაეროს გენერალური მდივნის საახალწლო მიმართვა!

მსოფლიო
30-12-2023 19:55

ნიუ-იორკი, 2023 წლის 31 დეკემბერი. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დღეს საახალწლო მიმართვა გაავრცელა, რომელსაც ნიუს დეი საქართველო უცვლელად გთავაზობთ:                                   

2023 წელი უზარმაზარი ტანჯვის, ძალადობისა და კლიმატური ქაოსის წელი იყო.

ჩვენი პლანეტა საფრთხეშია.

კაცობრიობა განსაცდელშია.              

2023 წელი ისტორიაში ჩაეწერება, როგორც ყველაზე ცხელი წელი.

ხალხი სიღარიბისა და შიმშილის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

ომები სულ უფრო მრავალრიცხოვანი და სასტიკი ხდება.

ამავე დროს, ნდობა მცირდება.

მაგრამ სხვისკენ თითის გაშვერა და იარაღით მუქარა არსად მიგვიყვანს.

კაცობრიობა ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ერთად ვდგავართ.

2024 წელი ნდობის აღდგენისა და იმედის აღორძინების წელი უნდა გახდეს.

ჩვენი  უთანხმოებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის.

ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უფრო სამართლიანი გლობალური ფინანსური სისტემის შექმნისთვის, რომელიც ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ დისკრიმინაციასა და სიძულვილს, რომლებლიც წამლავს ქვეყნებსა და თემებს შორის ურთიერთობებს.

და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, სიკეთის მომტანი იქნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააგრძელებს მსოფლიოს გაერთიანებას მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

მოდით,  2024 წელი იყოს ნდობის და იმედის აღდგენის წელი ყველა საერთო წამოწყებაში.

ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს გისურვებთ“, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები