„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების განვითარებას
„გოგოები მოქმედებენ“ - უსაფრთხო გარემოს ინფორმაციის გაზიარებისა და წინსვლისთვის!
AHF საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას ახალგაზრდების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს!
შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი (AHF საქართველო), 2018 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში, კერძოდ თბილისში, რომლის მიზანია აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით დაავადებების პრევენცია. AHF საქართველოს ტესტირების ცენტრში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ და და ანონიმურად ჩაიტაროს 4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა სულ რაღაც 10 წუთში გაიგო პასუხი აივ ინფექციაზე, ვირუსულ ჰეპატიტებზე (B, C) და სიფილისზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების, უფასო ანონიმური კონსულტაციების და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების გზით.
AHF საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას ახალგაზრდების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რომელიც პროგრამა „გოგოები მოქმედებენ“ („Girls Act“) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების განვითარებას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ოჯახის დაგეგმვასა და რეპროდუქციული ანატომიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. პროგრამის ფარგლებში, კონკრეტული აქცენტები კეთდება მენსტრუალურ ციკლსა და ჯანმრთელობაზე, ადრეულ ქორწინებასა და ორსულობაზე.
„გოგოები მოქმედებენ“ პროგრამა ხელს უწყობს თანატოლებს შორის თანაგრძნობისა და ურთიერთგაგების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაიცვან საკუთარი თავი და მათი თანატოლები სარისკო ქცევისგან.
როგორც შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, „გოგოები მოქმედებენ“ ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს, ტრენინგებისა და საგანმანათლებლო სესიების ჩატარებას ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში, ასევე, თემატურ კულტურულ-სპორტული და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ამასთანავე, პროგრამა მიზნად ისახავს ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში, განსაკუთრებით გოგოებში. ამ მიზნით, პროგრამა ქმნის უსაფრთხო გარემოს ინფორმაციის გაზიარებისა და წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, რაც მათ დაეხმარებათ სრულყოფილ და ფუნქციონირებად ინდივიდებად ჩამოაყალიბებაში. აივ-ზე და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე, სარისკო ქცევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრევენციის სხვადასხვა მეთოდების სწავლება, ასევე, წარმოადგენს „გოგოები მოქმედებენ“-ის პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.
„AHF საქართველოს „გოგოები მოქმედებენ“ პროგრამა აერთიანებს ახალგაზრდებს და უქმნის მათ უსაფრთხო გარემოს, ხელს უწყობს მათ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა აივ/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ოჯახის დაგეგმვა, ადრეულ ასაკში ქორწინების რისკები და ორსულობის გამოწვევები და სხვა. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი ინტერესების დაცვის მიმართულებით,“ - AHF საქართველოს „გოგოები მოქმედებენ“ პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს პროგრამის ლიდერი ანა ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ შიდსის ჯანდაცვის ფონდმა AHF "Girls Act" პროგრამა დაიწყო 2016 წელს და ამჟამად 32 ქვეყანაში მუშაობს. პროგრამას მიზანია, გოგონებს მიაწოდოს რესურსები და ხელი შეუწყოს მათ გაძლიერებასა და განვითარებას, რომ მოხდეს აივ/შიდსის, და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. პროგრამა ემსახურება გოგონების უფლებების დაცვას, მეტი განათლებისაკენ სწრაფვას, თავიანთი სხეულის შესახებ ცოდნის მიღებას, შფოთვისა და სტრესის მართვის სწავლებას.
ნანახია: 302
მსგავსი სიახლეები
clickss