2024-12-22

05:41

PSP-ს ბლოგი: გრიპი — ყველაფერი, რაც ინფექციის შესახებ უნდა ვიცოდეთ!

ჯანდაცვა
06-11-2024 14:51

გრიპი სასუნთქი სისტემის შემადგენელი ნაწილების — ცხვირის, ყელის და ფილტვების ინფექციაა, რომელიც ვირუსით არის გამოწვეული.

გრიპის მქონე ადამიანების უმეტესობის მდგომარეობა თავისთავად უმჯობესდება. თუმცა ზოგჯერ, მასთან დაკავშირებული გართულებები შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს. 

სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად შეგიძლიათ, ყოველწლიური აცრა გამოიყენოთ — ის 100%-ით ეფექტური არ არის, თუმცა მძიმე გართულებების გამოვლენის შანსებს ამცირებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გრიპთან დაკავშირებული გართულებების მაღალი რისკის წინაშე დგანან.

გარდა აცრისა, გრიპის ინფექციის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ სხვა ნაბიჯებიც გადადგათ — დეზინფექცია ჩაუტაროთ ზედაპირებს, დაიბანოთ ხელები და ხშირად გაანიავოთ ის სივრცე, სადაც იმყოფებით.

როგორია გრიპის სიმპტომები?

გრიპისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორებიც არის ყელის ტკივილი და სურდო, მაგრამ ეს ნიშნები შეიძლება სხვა სამედიცინო მდგომარეობებსაც ახასიათებდეს, როგორიც არის, მაგალითად გაციება. თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ნელა ვითარდება, ხოლო გრიპი — ვირუსთან კონტაქტიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში. 

გრიპის სხვა გავრცელებული სიმპტომებია:

 

 

ამასთან ბავშვებს გრიპის დროს, ზრდასრულებთან შედარებით, უფრო ხშირად უვლინდებათ ყურის ტკივილი, ღებინება ან დიარეა.

 

ზოგიერთ შემთხვევაში გრიპით დაავადებულ ადამიანებს აწუხებთ თვალის ტკივილი, წყლიანი თვალები ან მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე.

რა განსხვავებაა გაციებასა და გრიპს შორის?

საწყის სტადიაზე გაციებისა და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება რთული იყოს — ორივე მათგანი რესპირატორული დაავადებაა. თუმცა ამ ორ მდგომარეობას სხვადასხვა ვირუსი იწვევს.

 

უკვე აღვნიშნეთ, რომ როგორც გაციებას, ისე გრიპს რამდენიმე საერთო სიმპტომი ახასიათებს. ორივე სამედიცინო მდგომარეობის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ:

 

  • გამონადენი ცხვირიდან ან მისი შეგუბება;
  • ცემინება;
  • სხეულის ტკივილი;
  • ზოგადი დაღლილობა.

 

როგორც წესი, გრიპის სიმპტომები უფრო მძიმეა, ვიდრე — გაციების. ეს უკანასკნელი იშვიათად იწვევს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. გრიპმა კი შეიძლება გამოიწვიოს:

 

 

თუ თქვენი სიმპტომები მძიმეა, საჭირო იქნება დიაგნოზის დასმა — ამისთვის ექიმს უნდა მიმართოთ. თუ ის გეტყვით, რომ გაციებული ხართ, დაგჭირდებათ სიმპტომების მკურნალობა მანამ, სანამ ვირუსი თავის ციკლს გაივლის. მკურნალობაში იგულისხმება:

 

 

გრიპის შემთხვევაში ვირუსის ციკლის დასაწყისში მედიკამენტების მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მისი სიმძიმის და ხანგრძლივობის შემცირებას. დასვენება და ჰიდრატაცია ასევე სასარგებლოა ამ ვირუსის მქონე ადამიანებისთვის.

 

ხშირად, ჩვეულებრივი გაციების მსგავსად, გრიპის შემთხვევაშიც გამოსაჯანმრთელებლად მხოლოდ დროა საჭირო.

რა იწვევს გრიპით დაავადებას?

გრიპი გამოწვეულია ვირუსებით, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება მაშინ, როდესაც დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს. შესაძლოა, ვირუსი პირდაპირ ჩაისუნთქოთ ან დაინფიცირდეთ ვირუსიან საგანთან კონტაქტით და შემდეგ ხელით თვალებზე ან ცხვირზე შეხებით.

 

ვირუსი შეიძლება სხვებზე გავრცელდეს სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით ერთი დღით ადრე და მათი გამოვლენიდან 5-დან 7 დღემდე პერიოდში. ბავშვები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები შეიძლება ოდნავ უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გადამდებნი.

 

აღსანიშნავია, რომ გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება, ხშირად ჩნდება ახალი შტამები. ადამიანის გრიპის ინფექციით დაავადების პირველი შემთხვევა კი უზრუნველყოფს გარკვეულ ხანგრძლივ დაცვას ვირუსის მსგავსი შტამებისგან. 

როგორია გრიპთან დაკავშირებული რისკფაქტორები?

არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებმაც შეიძლება გრიპის ვირუსით დაინფიცირების ან მისით გამოწვეული გართულებების რისკი გაზარდოს.

ხანდაზმული და ახალგაზრდა ასაკი

სეზონური გრიპი ბავშვებში (განსაკუთრებით მცირეწლოვნებში) უფრო მეტი სირთულეებით ხასიათდება, ისევე როგორც, 65 წელზე უფროს ადამიანებში.

ცხოვრების პირობები

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დაწესებულებებში ბევრ სხვა მაცხოვრებელთან ერთად, მაგალითად, მოხუცთა თავშესაფრებში, უფრო მეტად ავადდებიან გრიპით.

დასუსტებული იმუნური სისტემა

იმუნურმა სისტემამ, რომელიც სწრაფად ვერ უმკლავდება ვირუსს, შეიძლება გაზარდოს გრიპის ან მასთან დაკავშირებული გართულებების რისკი. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ დასუსტებული იმუნური სისტემა დაბადებიდან, დაავადების მკურნალობის ან მედიკამენტების გამო.

ქრონიკული დაავადებები

ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება გრიპთან დაკავშირებული გართულებების რისკი გაზარდოს. მათი მაგალითებია ასთმა და ფილტვების სხვა დაავადებები, დიაბეტი, მეტაბოლური დარღვევები, სასუნთქი გზების პრობლემები, გულის, ნერვული სისტემის, თირკმლების, ღვიძლის ან სისხლის დაავადებები.

ორსულობა

გრიპს ორსულობის დროს უფრო მეტად ახლავს თან გართულებები, განსაკუთრებით მეორე და მესამე ტრიმესტრში.

როგორია გრიპთან დაკავშირებული გართულებები?

თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ, როგორც წესი, გრიპი სერიოზულ პრობლემებს არ შეგიქმნით. მართალია, შეიძლება თავი ძალიან ცუდად იგრძნოთ, მაგრამ გრიპი ჩვეულებრივ, ერთ-ორ კვირაში ქრება, ხანგრძლივი ეფექტის გარეშე.

 

თუმცა მაღალი რისკის მქონე ადამიანებს გრიპის შემდეგ შეიძლება განუვითარდეთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომლებსაც გართულებები ეწოდება.

 

შესაძლოა, სხვა ინფექციით (მაგ., სინუსების, ყურის ან ფილტვების) დაავადება გრიპის ერთ-ერთი გართულება იყოს. 

 

გრიპით დაავადებულ ადამიანს ასევე შეიძლება განუვითარდეს:

 

  • გულის კუნთის ინფექცია;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია;
  • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (სიცოცხლისათვის საშიში ფილტვის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სეფსისით, პნევმონიით, COVID-19-ითა და სხვა სამედიცინო პირობებით);
  • კუნთების დაზიანება ან შეშუპება;
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი (იშვიათი, პოტენციურად ფატალური გართულება გარკვეული ტიპის ბაქტერიული ინფექციების დროს);
  • ქრონიკული დაავადების გამწვავება, როგორიც არის, მაგალითად, ასთმა ან თირკმლის დაავადება.

რამდენ ხანს გრძელდება გრიპი?

ადამიანების უმეტესობა გრიპისგან დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება. თუმცა ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებას შეიძლება დამატებით რამდენიმე დღე დასჭირდეს — ამ პერიოდის განმავლობაში დაღლილობის შეგრძნება საკმაოდ ხშირია.

 

მნიშვნელოვანია, დარჩეთ სახლში მანამ, სანამ სიცხისგან გათავისუფლებიდან მინიმუმ 24 საათი არ გავა (სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღების გარეშე).

როგორ გავაკონტროლოთ ინფექციის გავრცელება?

მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების შესამცირებლად გარკვეული ზომები მიიღოთ, მაგალითად:

 

  • კარგად და ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუ საპონი და წყალი ხელმისაწვდომი არ არის, გამოიყენეთ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის სადეზინფექციო საშუალება ალკოჰოლის მინიმუმ 60%-იანი კონცენტრაციით. დარწმუნდით, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენს გარშემო არიან, ასევე იქცევიან.
  • მოერიდეთ სახეზე შეხებას — თუ ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს არ შეეხებით, ამ ადგილებზე მიკრობების მოხვედრის შანსები შემცირდება.
  • ხველებისას და ცემინებისას ხელი აიფარეთ — შეგიძლიათ ამისთვის იდაყვი ან ცხვირსახოცი გამოიყენოთ. შემდეგ კი ხელები კარგად დაიბანეთ.
  • რეგულარულად გაწმინდეთ ზედაპირები — განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ხშირად ეხებით. ეს ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.
  • მოერიდეთ ხალხმრავლობას — გრიპი ადვილად ვრცელდება ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება. 

 

ასევე, რა თქმა უნდა, უნდა მოერიდოთ ადამიანს, რომელსაც გრიპი აქვს.

 

როგორ უნდა ვუმკურნალოთ გრიპს?

გრიპის მკურნალობა სახლის პირობებში შეიძლება მოიცავდეს ნატურალური საშუალებების, მაგალითად, თაფლის, თბილი ჩაისა და სუპის მიღებას, რომლებიც ყელის ტკივილთან ან ხველასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. 

 

გრიპის მკურნალობის პროცესის ნაწილია ასევე დასვენება და ჰიდრატაცია. გარდა ამისა, ვირუსის დამარცხებაში დაგეხმარებათ ისეთი მედიკამენტები, როგორებიც არის ნოლ გრიპისტოპო გრიპინინორმოგრიპი და ტერაფლუ ექსტრა.

ტერაფლუ ექსტრა — ეფექტიანი საშუალება გრიპისა და გაციების დასამარცხებლად

ტერაფლუს ჩაი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. ეს მედიკამენტი ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების შემსუბუქებას, როგორებიც არის ცხვირის შეგუბება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სურდო და ა. შ. 

 

ტერაფლუ ექსტრა ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა და საუკეთესო შედეგის მისაღწევად აუცილებელია, მედიკამენტი თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად გამოიყენოთ.

მსგავსი სიახლეები

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

2024-11-14 16:08
ჯანდაცვა

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები