2024-12-23

19:29

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

ჯანდაცვა
18-07-2024 12:20
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მიხეილ სარჯველაძემ, დელეგაციის წევრებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს, წინ უძღოდა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძესა და ანაჰიტ ავანესიანს შორის გამართული შეხვედრა, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი ესრებოდნენ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოში, ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი და დელეგაციის სხვა წევრები.

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები