2024-12-23

22:09

PSP-ს ბლოგი: თმის ცვენა და მისი მკურნალობა!

ჯანდაცვა
08-07-2024 12:27

სარჩევი:

თმის ცვენის სიმპტომები

თმის ცვენის მიზეზები

თმის ცვენის რისკ ფაქტორები

თმის ცვენის პრევენცია

როგორ შეიძლება თმის ცვენის მკურნალობა

Sebamed - სებამედი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

Kaypro - კეიპრო თმის ამპულა 

Martiderm - მარტიდერმი თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულა

Kaypro - კეიპრო შამპუნი ENERGY 350 მლ 8317

Ducray - დუკრე Neoptide Expert თმის ცვენის საწინააღმდეგო ზრდის მასტიმულირებელი შრატი

Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი (კაცის)

თმის ცვენა, იგივე ალოპეცია, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ხშირია ხანდაზმულებში, თმის ცვენა ბავშვებში, მოზარდებსა და ნებისმიერი ასაკის ადამიანში გვხვდება.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის (AAD) თანახმად, დღეში 50-დან 100-მდე თმის ღერის დაკარგვა ბუნებრივი პროცესია. ადამიანს თავზე დაახლოებით 100,000 ღერი თმა აქვს და ეს მცირე დანაკარგი შეუმჩნეველია. ახალი თმა ჩვეულებრივ ცვლის დაკარგულ თმას, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება.

თმის ცვენა შეიძლება განვითარდეს თანდათანობით წლების განმავლობაში ან მოულოდნელად დაიწყოს. იმის მიხედვით თუ რა არის თმის ცვენის მიზეზი, ის შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. მიზეზები სხვადასხვანაირია: ჰორმონალური ცვლილებები, სამედიცინო მდგომარეობა ან  ასაკის მატება.

თმის ცვენის სიმპტომები

თმის ცვენა შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ცვენა. ის შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს ან თანდათანობით განვითარდეს და გავლენა მოახდინოს მხოლოდ თავის კანზე ან მთელ სხეულზე.


თმის ცვენის სიმპტომები მოიცავს:

  1. თმის თანდათანობით გათხელება თავის კანის ზედა ნაწილში. ეს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
  2. მრგვალი ადგილები. ზოგიერთ ადამიანში თმის ცვენა მრგვალ ფორმას იღებს კანზე, წვერზე ან წარბებზე.
  3. თმის მოულოდნელი ცვენა. ფიზიკურმა ან ემოციურმა შოკმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.
  4. სხეულის თმის სრული ცვენა. ზოგიერთმა მდგომარეობამ და სამედიცინო მკურნალობამ, როგორიცაა ქიმიოთერაპია, შეიძლება გამოიწვიოს მთელ სხეულზე თმის ცვენა.
  5. თავის კანზე ქერცლის წარმოქმნა. ამ მდგომარეობას ზოგჯერ თან ახლავს თმის წყვეტა, კანის სიწითლე, შეშუპება და ზოგჯერ გამონადენი.

თმის ცვენის მიზეზები

თმის ცვენა ჩვეულებრივ დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ფაქტორთან:

  • ოჯახური ისტორია (მემკვიდრეობითობა). თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მემკვიდრეობითი მდგომარეობა.
  • ჰორმონალური ცვლილებები და სამედიცინო მდგომარეობები. სხვადასხვა მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს მუდმივი ან დროებითი თმის ცვენა, მათ შორის ჰორმონალური
  • ცვლილებები ორსულობის, მშობიარობის, მენოპაუზისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამო.
  • მედიკამენტები და დანამატები. თმის ცვენა შეიძლება იყოს გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტი, როგორიცაა კიბოს, ართრიტის, დეპრესიის, გულის პრობლემების, პოდაგრისა და მაღალი წნევისთვის გამოყენებული საშუალებები.
  • თავის სხივური თერაპია. თმა შეიძლება არ ამოვიდეს ისეთივე, როგორც იყო მანამდე.
  • ძალიან სტრესული მოვლენა. ბევრი ადამიანი განიცდის თმის ზოგად გათხელებას ფიზიკური ან ემოციური შოკის შემდეგ რამდენიმე თვეში.

ანდროგენული ალოპეცია

ანდროგენული ალოპეცია გულისხმობს მემკვიდრეობით თმის ცვენას. ეს ასევე არის თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც გვხვდება ადამიანების დაახლოებით 50%-ში.


ანდროგენულ ალოპეციასთან დაკავშირებული თმის ცვენა ჩვეულებრივ თანდათანობით ხდება. მაშინ, როცა ზოგიერთ ადამიანში თმის ცვენა პუბერტატის ასაკიდანვე იწყება, სხვების შემთხვევაში სიმპტომები მხოლოდ შუა ხნის ასაკში იჩენს თავს.

ალოპეცია არეატა

ალოპეცია არეატა არის აუტოიმუნური მდგომარეობა, რა დროსაც იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს აზიანებს, რაც იწვევს პატარა ან დიდი ზომის თმაგაცვენილი ადგილების წარმოქმნას. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სრული თმის ცვენაც.


გარდა თავის კანზე თმის დაკარგვისა, ალოპეცია არეატის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე უქრება თმა წარბებიდან, წამწამებიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან.

ანაგენური ეფლუვიუმი

ანაგენური ეფლუვიუმი გულისხმობს თმის სწრაფ ცვენას. ეს ჩვეულებრივ ხდება რადიაციული მკურნალობის ან ქიმიოთერაპიის გამო.

თმა, როგორც წესი, კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თმის ცვენის რისკ ფაქტორები

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გაზარდოს თმის ცვენის რისკი, მათ შორის:

  1. ოჯახური ისტორია სიმელოტის დედის ან მამის მხრიდან
  2. ასაკი
  3. წონის მნიშვნელოვნად კლება
  4. გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი
  5. სტრესი
  6. ცუდი კვება

თმის ცვენის პრევენცია

როგორც აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი გენეტიკური ფაქტორია და თმის ცვენის ეს ტიპი თავიდან აცილებადი არ არის.

პრევენცირებადი ტიპების შემთხვევაში ეს რჩევები შეიძლება დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ თმის ცვენა:

  • მოეპყარით თქვენს თმას ფრთხილად. მოერიდეთ თმის დაჭიმვას სავარცხლით ვარცხნისას, განსაკუთრებით როცა თქვენი თმა სველია.
  • ჰკითხეთ თქვენს ექიმს მედიკამენტებისა და დანამატების შესახებ, რომლებსაც იღებთ და რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.
  • დაიცავით თმა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების სხვა წყაროებისგან.
  • შეწყვიტეთ მოწევა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით მოწევა დაკავშირებულია მამაკაცებში თმის ცვენის განვითარებასთან.

როგორ შეიძლება თმის ცვენის მკურნალობა

არსებობს თმის ცვენის მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტები, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ. თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იწვევს თმის ცვენას.

Sebamed - სებამედი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

Sebamed - სებამედი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი იცავს და აღადგენს თავის კანს, რაც თავის მხრივ ჯანსაღი თმის გარანტიაა. ამცირებს თმის ცვენას არ შეიცავს საპონს. 

Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ქალებისთვისაა განკუთვნილი. შამპუნის შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშნელოვანი მცენარეული ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა: კამელიას ზეთი, მწვანე ჩაი და ჰიალურონის მჟავა. ეს ინგრედიენტები უწყობენ ხელს კანის უჯრედების განახლებას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს თმის ზრდასა და რეგენერაციას.

Kaypro - კეიპრო თმის ამპულა 

Kaypro - კეიპრო თმის ამპულა გამდიდრებულია ჭინჭრისა და როზმარინის ექსტრაქტებით, რომლებიც ცნობილია თავიანთი დამაბალანსებელი და მასტიმულირებელი თვისებებით. ეს ნატურალური კომპონენტები ატონიზირებენ და კვებავენ თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობენ ახალი თმის ზრდას და აძლევენ თმას ჯანსაღ, ბზინვარე იერს.

Martiderm - მარტიდერმი თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულა

Martiderm - მარტიდერმი თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულა თმის ზრდის 3GF ფაქტორის საშუალებით აფერხებს თმის ცვენასა და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას. 

Kaypro - კეიპრო შამპუნი ENERGY 350 მლ 8317

Kaypro - კეიპრო შამპუნი ENERGY შეიცავს მნიშვნელოვან აქტიურ ინგრედიენტებს. წიწაკის ექსტრაქტი და სპეციალურად შერჩეული მიკროელემენტები ასტიმულირებენ თმის ფოლიკულებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას სკალპში და აძლევენ თმას დამატებით ენერგიას. შედეგად, თმა ხდება უფრო მკვრივი, მოცულობითი და ჯანსაღი.

Ducray - დუკრე Neoptide Expert თმის ცვენის საწინააღმდეგო ზრდის მასტიმულირებელი შრატი

Ducray - დუკრე Neoptide Expert თმის ცვენის საწინააღმდეგო ზრდის მასტიმულირებელი შრატი  განკუთვნილია ქრონიკული თმის ცვენის სამკურნალოდ. ასევე ის გამოიყენება თმის გადანერგვის დროს როგორც მხარდამჭერი მკურნალობა.

Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი (კაცის)

Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ასტიმულირებს თმის ზრდას და ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ხელს უწყობს თმის რეგენერაციას.

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები